1737312489
ვინ არის მილიარდერი, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ილონ მასკს გადაუსწრო
Forbes-ის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგის სათავეში LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო აღმოჩნდა - ბიზნესმენისა და მისი ოჯახის ქონება 211 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
კრიზისული 2022 წლის შედეგად, ფრანგი ბიზნესმენი ერთადერთი მილიარდერია, რომლის კაპიტალიც 200 მილიარდ დოლარს აღემატება. მეორე ადგილზეა შარშანდელი რეიტინგის ლიდერი, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი, 180 მილიარდი დოლარით.
აქციების ღირებულების ვარდნისა და საპროცენტო განაკვეთის ზრდის გამო მასკმა გასულ წელს 40 მილიარდი დოლარი დაკარგა.
რეიტინგის მესამე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც 171 მილიარდიდან 114 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.