ვილნიუსის აეროპორტმა საჰაერო ბუშტების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

ვილნიუსი

 ვილნიუსის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა. მიზეზი საჰაერო ბუშტების გამოჩენა გახდა, რომლებიც აეროპორტის ტერიტორიისკენ მოძრაობდნენ.

ლიეტუვური მედიის ცნობით, შეფერხების გამო, ზოგიერთი ავიარეისი სხვა ქალაქებში გადაამისამართეს.

ვილნიუსის აეროპორტი გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერშიც იხურებოდა. ამის გამო ლიეტუვის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ლიეტუვა აცხადებს, რომ შეფერხებები მეზობელი ბელარუსიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადამტანი ბუშტებით არის გამოწვეული. ვილნიუსი ამ ქმედებას ჰიბრიდულ თავდასხმად აფასებს.