VIDEO: ვინ არის კაცი, რომელსაც თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობა აჰქონდა

ტერორისტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მამაკაცი დააკავეს, რომელიც თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის ატანას ცდილობდა.

გამოძიების ინფორმაციით, 40 წლის მარკ მაფლი პენსილვანიის აეროპორტში ჩემოდნით მივიდა და ფლორიდაში გაფრენას აპირებდა. თუმცა ბარგის შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მასში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო მოთავსებული.

აეროპორტის ადმინისტრაციამ მას სპეციალურ ადგილას გამოცხადება სთხოვა, თუმცა ეჭვმიტანილი აეროპორტიდან გაიქცა. ის მოგვიანებით ფედერალური ბიუროს აგენტებმა საკუთარ სახლში დააკავეს.

ინციდენტის გამო პენსილვანიის აეროპორტის ერთი ნაწილი რამდენიმე საათით დახურული იყო.