VIDEO: მოგლეჯილი ხეები, განადგურებული სახლები, გზები და გაუქმებული ავიარეისები - საშინელი სტიქია ინდოეთში

საშინელი სტიქია ინდოეთში

ინდოეთში სტიქიას ებრძვიან - ტამილნადუსა და ანდჰრა-პრადეშის შტატებიდან ათასობით ადამიანია ევაკუირებული. როგორც BBC წერს, დიდია ციკლონური შტორმისგან (Michaung) მიყენებული ზიანი.

დატბორილი სახლები, მოგლეჯილი ხეები, განადგურებული ავტომობილები, გაუქმებული ავიარეისები - ასეთია ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგი სამხრეთ ინდოეთში. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 6 ადამიანი.

ქვეყნის მეტეოროლოგიური დეპარტამენტი ჯერ გამოდარებას არ პროგნოზირებს. მეტიც - სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ, ზოგიერთ დასახლებაში, ქარის სიჩქარე 110 კმ/სთ-ს მიაღწევს.

ასევე ნახეთ:

"მეგონა, რომ მოვიპარე - შეყვარებულების ისტორია მოვიპარე თითქოს" - ცნობილი ასტროლოგის ემოციური პოსტი

დღეს ამინდი მკვეთრად შეიცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით