რა არ უნდა განათავსოთ ხატებთან ერთად და როგორ უნდა მოაწყოთ სიწმინდეების კუთხე
1747857127
ვაშინგტონში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომელი მოკლეს - პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და ის აყვანის პროცესში პალესტინის მხარდამჭერ ფრაზებს სკანდირებდა. სამართალდამცველების ცნობითვე, დაკავებული, 30 წლის ელიას როდრიგესი, ჩიკაგოდან არის.
აშშ-ში ისრაელის ელჩის განმარტებით, მოკლული ახალგაზრდა წყვილი იყო, რომელიც ნიშნობისთვის ემზადებოდა.
შემთხვევას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
"ანტისემიტიზმზეა დაფუძნებული.. საშინელი მკვლელობები უნდა შეწყდეს! სიძულვილსა და რადიკალიზმს აშშ-ში ადგილი არ აქვს", - წერს ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.