უყოყმანოდ გამოვააშკარავებ სიმართლეს და ვამხელ ვაშინგტონის "დიფ სთეითის" მოქმედ პირებს - ტულსი გაბარდი

ტულსი გაბარდი

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მისი თანამდებობაზე დამტკიცების პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ, რისთვისაც მის ოჯახის წევრებსა და ყოფილ თანამშრომლებს ჟურნალისტები აკითხავდნენ.

ტულსი გაბარდი ამბობს, რომ მისი დისკრედიტაციის და შეჩერების მიზნით წარმოებული კოორდინირებული კამპანიის მიუხედავად ის ვაშინგტონში "დიფ სთეითის" მოქმედ პირებს მხილებას განაგრძობს.

"ჩემი შეჩერება უნდოდათ, რომ ვერ დამეკავებინა ის თანამდებობა, რომელიც დღეს მაქვს ვფიქრობ, ჩემმა ქმედებებმა, წლების განმავლობაში, ნათლად აჩვენა, რომ ამერიკელი ხალხის მხარეს ვდგავარ. უყოყმანოდ გამოვააშკარავებ სიმართლეს და ვამხელ ვაშინგტონის "დიფ სთეითის"მოქმედ პირებს", - განაცხადა  ტულსი გაბარდიმ.