1754917888
ლევან მახაშვილი: ქართულმა სასამართლოებმა და საერთაშორისო არბიტრაჟებმაც დაადასტურეს, რომ თუკი ვინმეს ევალებოდა ანაკლიის პორტის აშენება და არ შეასრულა თავისი ვალდებულებები, იყო სწორედ ხაზარაძე- ჯაფარიძე და მათი კონსორციუმი

ქართულმა სასამართლოებმა და საერთაშორისო არბიტრაჟებმაც დაადასტურეს, რომ თუკი ვინმეს ევალებოდა ანაკლიის პორტის აშენება და არ შეასრულა თავისი ვალდებულებები, იყო სწორედ ხაზარაძე- ჯაფარიძე და მათი კონსორციუმი, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
ამ კომენტარით დეპუტატი გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელშიც ის ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
„გამოჩნდა, რომ რეალურად ეს ადამიანი და მთელი ეს პოლიტიკურ პარტია, რომელიც შექმნა და მართავს, ჩვეულებრივი თაღლითების ჯგუფია. ამიტომ სულ რომ მამაზეციერი მოვიდეს ამ ქვეყნად, ისინი მაინც ჩათვლიან, რომ ანაკლია არის ხელისუფლების შეცდომა. ქართულმა სასამართლოებმა და საერთაშორისო არბიტრაჟებმაც დაადასტურეს ყველა ფორმით, ყველა კუთხით, ყველა მხრიდან, რომ თუკი ვინმეს ევალებოდა ანაკლიის პორტის აშენება და არ შეასრულა თავისი ვალდებულებები, იყო სწორედ ხაზარაძე- ჯაფარიძე და მათი კონსორციუმი“, - აღნიშნა მახაშვილმა.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ „ანაკლიის პორტის“ პროექტი „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო.