უცხოური მედიის ცნობით, გასულ ღამით ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, 71 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში

ღაზის სექტორში გასულ ღამით ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 71 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არიან ქალები და ბავშვები.

„ალ ჯაზირას“ ცნობით, ხან იუნისში, რაფაჰსა და ბეით ლაჰიაში ისრაელის სამხედროებმა 11 საცხოვრებელი სახლი გაანადგურეს.

გამოცემის ინფორმაციით, საცხოვრებელ ზონებზე თავდასხმა იმ დროს განხორციელდა, როდესაც მოსახლეობას ეძინა.

დაბომბვის გამო არაერთი ადამიანი კვლავ ნანგრევებშია მოყოლილი.

„ალ ჯაზირა“ წერს, რომ 18 მარტს ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად ღაზის სექტორში 436 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 183 ბავშვია.