თბილისის ქუჩების ნაწილს წყალი 21 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1761678178
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა კონკურენტული გეოპოლიტიკისა და კონფრონტაციული გეოეკონომიკის ახალი ეპოქის წინაშე დგას.
„ჩვენ კონკურენტული გეოპოლიტიკისა და კონფრონტაციული გეოეკონომიკის ახალ ეპოქაში ვართ, რომელიც სულ უფრო მეტად განისაზღვრება ძალაუფლებით, იქნება ეს ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სამხედრო“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ევროპის დამოუკიდებლად მოქმედების უნარი „ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული“.