უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელსა და კიევს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს

 ვიქტორ ორბანი

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ბრიუსელსა და კიევს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მათ სურთ, უნგრეთს პატრიოტული მთავრობა ჩამოაშორონ რათა თავს მოახვიონ მათი გეგმები.

"არ შეუძლიათ შეგვიწყვიტონ რუსული ენერგომომარაგება, გვაიძულონუკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა, გვაიძულონ ფულის გადახდა ან ომში ჩათრევა. ხელი შორს! უნგრეთის მომავალი მხოლოდ უნგრელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს!" - წერს ვიქტორ ორბანი "იქსის" საკუთარ ოფიციალურ გვერდზე.