1776524077
„უმეტესობა 10 წლისაა...“ - ცნობილი ხდება თურქეთში სკოლაში თავდასხმის დროს დაღუპული ყველა მოსწავლის ვინაობა
ცნობილი ხდება თურქეთში სკოლაში თავდასხმის დროს დაღუპული ყველა მოსწავლის ვინაობა.
როგორც თურქული მედია წერს, უმეტესი მათგანი 10 წლისაა.
დაღუპულთა შორის არის მათემატიკის მასწავლებელიც, რომელიც ბავშვების დაცვას შეეწირა.
დაღუპული მოსწავლეები არიან:
მუსტაფა ასლანი (10 წლის)
შურანურ სევგი ყაზიჯი (10 წლის)
ზეინეფ ქილინჩი (10 წლის)
ფურქან სანჯაქ ბალალი (10 წლის)
ბაირამ ნაბი შიშიქი (10 წლის)
ბელინაი ნურ პოირაზი (10 წლის)
ადნან გოქთურქ იეშილი (10 წლის)
ქერემ ერდემ გუნგორი (10 წლის)
შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ქაჰრამანმარაშის სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა, 8 მოსწავლე და 1 მასწავლებელი, ხელისუფლებამ მასშტაბური გამოძიება დაიწყო.
შემთხვევა 15 აპრილს მოხდა – მერვე კლასის მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე – დაშავდა.
სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თავდამსხმელმაც, 14 წლის მოზარდმა, რომელიც ამავე სკოლაში სწავლობდა.











