„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
ოთხშაბათს, ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფი (COELA) უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცებაში უნგრეთის დარწმუნებას მეორედ შეეცდება, რათა მათი გახსნის ფორმალური პროცესი დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 ივლისს იქნება მეორე მცდელობა, რომ უნგრეთი დაარწმუნონ, მწვანე შუქი აუნთოს უკრაინისთვის მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნის ტექნიკური მომზადების დაწყებას.
„COELA-ს დღის წესრიგში კვლავ შეიტანეს საკითხები, რომლებიც უკრაინისა და მოლდოვასთვის მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგებს ეხება. ირლანდიური თავმჯდომარეობა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მეორედ შეეცდებიან, დაარწმუნონ უნგრეთის წარმომადგენელი, მხარი დაუჭიროს სკრინინგის შედეგების დამტკიცების გადაწყვეტილებას და ორივე სახელმწიფოს გაუგზავნოს წერილები, თხოვნით, მიაწოდონ ევროკავშირს საკუთარი მოსალაპარაკებელი პოზიციები ორივე კლასტერთან დაკავშირებით“, - განუცხადა Європейська правда-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა.