სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინული მხარე თანახმაა რუსეთთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გამართოს, თუმცა მანამდე რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მომზადებული მემორანდუმის წინასწარი ტექსტი უნდა გადასცეს.
უმეროვის თქმით, უკრაინამ რუსეთს მემორანდუმის საკუთარი ვერსია უკვე გადასცა.
„ვადასტურებთ უკრაინის მზაობას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის და სამომავლო დიპლომატიური მუშაობისთვის. ჩვენ რუსებთან შეხვედრის წინააღმდეგი არ ვართ და ველით მათ „მემორანდუმს“, რათა შეხვედრა არ იყოს ცარიელი და რეალურად ომის დასრულებასთან დაგვაახლოებს“, - დაწერა უმეროვმა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთმა პირობა დადო, რომ კიევს მემორანდუმს სამხედრო ტყვეების გაცვლის შემდეგ გადასცემდა. მხარეებმა ტყვეები გასულ კვირას გაცვალეს.
„მოვუწოდებთ რუსულ მხარეს დაუყოვნებლივ შეასრულოს პირობა და შეწყვიტოს მცდელობები გახადოს შეხვედრა დესტრუქციული. დიპლომატია უნდა იყოს შინაარსიანი, ხოლო შეხვედრა - შედეგიანი“, - აღნიშნა უმეროვმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსული მხარე უკრაინას 2 ივნისს სტამბოლში შეხვედრას სთავაზობს.