უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ოლექსანდრ სირსკი

სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ არხზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ სირსკის მიხაილო დრაპატი შეცვლის.

ზელენსკის გადაწყვეტილებამ, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა თავისი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე ფედოროვი, კიევის ქუჩებში ომის დროს იშვიათი საპროტესტო აქციები გამოიწვია.