„ქორწილიც და გასვენებაც ერთდროულად ექნება ახლა, შენს გიოს...“ - თბილისში ახალგაზრდა კაცს გლოვობენ
1756237729
უკრაინამ 18-დან 22 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის საზღვრის გადაკვეთის წესები განაახლა, რომლის მიხედვითაც, მათ საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნებათ, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
„საუბარია შესაბამისი ასაკის ყველა მოქალაქეზე“, – წერს სვირიდენკო.
ამასთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება ასევე ვრცელდება იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საზღვარგარეთ იმყოფებიან.
„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინელებმა უკრაინასთან კავშირები მაქსიმალურად შეინარჩუნონ. ცვლილებები ძალაში შევა დადგენილების ოფიციალური გამოქვეყნებიდან მეორე დღეს“, – აღნიშნავს სვირიდენკო.
მანამდე, 12 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას დაავალა, ემუშავათ ახალგაზრდა უკრაინელებისთვის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გამარტივების შესაძლებლობაზე.