„ვინც დაპოსტა, მისი IP უკვე გარკვეული მაქვს...“ - ტარიელ კაკაბაძე
1787139058
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმები დამაზიანებელია, მაგრამ მათ არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ რაიმე კრიტიკული შედეგები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული განვითარებისა და ეროვნული პროექტების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები, მიუხედავად იმისა, რომ, საერთო ჯამში, მოკრძალებულია, პოზიტიური რჩება.
„ცხადია, ეკონომიკური აქტივობის ტემპზე გავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები, მათ შორის გარე ზეწოლა, ასევე სამრეწველო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმები. ბუნებრივია, ასეთ თავდასხმებს არ მოჰყოლია და არც შეიძლება მოჰყოლოდა კრიტიკული შედეგები. მიუხედავად ამისა, ისინი ნამდვილად გვაზიანებენ, ეს აშკარაა და ჩვენ სრულად ვაღიარებთ და გვესმის ეს“, – განაცხადა პუტინმა.
რუსული მედიის ცნობით, მშპ-ის ზრდა 2026 წელს რუსეთში დაახლოებით 1%-ია.