უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთი განაგრძობს ირანისთვის აშშ-ის სამხედრო ბაზებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების მიწოდებას

დაზვერვა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ რუსეთი განაგრძობს ირანისთვის ამერიკული სამხედრო ბაზებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ მონაცემების მიწოდებას. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

უკრაინული დაზვერვის შეფასებით, რუსეთმა ირანს თანამგზავრის საშუალებით გადაღებული ათობით ფოტოსურათი გადასცა, რომელზეც მოცემულია ახლო აღმოსაველთში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზებისა და სხვა სამიზნეების ადგილმდებარეობა.

მათივე ცნობით, სპარსეთის ყურის ქვეყნებში რუსული თანამგზავრების აქტივობა 21 და 31 მარტამდე დაფიქსირდა და მოიცავდა 46 ობიექტეს, მათ შორის აეროპორტებსა და ნავთობის საბადოებს.

კერძოდ, რუსეთის თანამგზავრების აქტივობა დაფიქსირდა საუდის არაბეთში, თურქეთში, იორდანიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარში, ერაყში, ბაჰრეინში, ასევე დიეგო-გარსიას კუნძულზე, სადაც აშშ-ისა და ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო ბაზა მდებარეობს.

„როიტერის“ ცნობით, ასევე გამოვლინდა რუსი და ირანელი ჰაკერების კოორდინაცია და თანამშორმლობა კიბერსივრცეში, რაც გამოიხატება სპარსეთის ყურეში განლაგებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სატელეკომუნიკაციო კოპმპანიებსზე კიბერ თავდასხმებში.