უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს პოლიგონზე, სადაც რუს გენერალს ელოდებოდნენ - BBC

ვოლნოვახი

უკრაინის არმიის შეტევის შედეგად სულ მცირე 60 რუსი სამხედრო დაიღუპა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოესთან მდებარე პოლიგონზე. ამის შესახებ BBC-ს რუსული სამსახური იუწყება რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

უკრაინელებმა პოლიგონს 20 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში დაარტყეს სავარაუდოდ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის HIMARS-ის 2 რაკეტით. წყაროთა თანახმად, დარტყმის მომენტში, რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის სარდლის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის დასახვედრად პოლიგონზე მოწყობილი ჰყავდათ 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები.

BBC-ს რუსულ სამსახურს აქვს ერთ-ერთი გადარჩენილი სამხედროს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ამბობს, რომ „მეთაურებმა ტრიალ მინდორში მოაწყეს“, ასევე პოლიგონზე გადაღებული 10-ზე მეტი სხვა ვიდეოჩანაწერი და ფოტო, რომლებზეც ათეულობით მოკლულია ასახული.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში პოლიგონზე დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.

BBC-ს რუსული სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოესთან მდებარე პოლიგონზე უკრაინელების შეტევიდან რამდენიმე საათში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელმაც პუტინს მოახსენა ავდეევკასა და უკრაინის სხვა რაიონებში რუსეთის არმიის წარმატებების შესახებ.