რა ხდება ამ წუთებში მეტროს საბურთალოს ხაზზე - ვითარება ადგილზე
1764167997
უკრაინაში ომი ნამდვილად რომ დასრულდეს, რუსეთის არმია და სამხედრო ბიუჯეტი უნდა შემცირდეს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების ონლაინშეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, კაია კალასმა განაცხადა, რომ ომის დასასრულებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის დაუყოვნებლივი და უპირობო შეწყვეტა.
„ომის დასასრულებლად პირველი ნაბიჯი ცეცხლის დაუყოვნებელი და უპირობო შეწყვეტა უნდა იყოს. თუმცა, ამჟამად ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ ნიშანსს, რომ რუსეთი მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის. რუსეთი უკან კი არ ხევს, არამედ აძლიერებს სამხედრო მანქანას. ჩვენ უნდა გადავიდეთ სიტუაციიდან, როდესაც რუსეთი თავს აჩვენებს, თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებს, იმ სიტუაციაზე, როდესაც მათ მოლაპარაკება სჭირდებათ“, – აღნიშნა კალასმა.
კალასმა ასევე მცდარი უწოდა მოსაზრებას, თითქოს უკრაინა მარცხდება.
„მოსაზრება, რომ უკრაინა აგებს, ასევე სრულიად მცდარია. რუსეთს რომ შეეძლოს უკრაინის სამხედრო გზით დაპყრობა, ის ამას უკვე გააკეთებდა. პუტინს არ შეუძლია თავისი მიზნების მიღწევა ბრძოლის ველზე, ამიტომ ის შეეცდება მოლაპარაკებით მათ მიღწევას. უკრაინისა და ევროპისთვის საუკეთესო შედეგის უზრუნველსაყოფად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კურსი, მაგრამ ტემპი ავაჩქაროთ. ეს ნიშნავს მეტ სანქციებს, რომლებიც რუსეთს ბრძოლის საშუალებებს წაართმევს და უკრაინისთვის მეტ სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.