უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 175 ჯარისკაცი დაიბრუნა

უკრაინელი ტყვე

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ 175 უკრაინელი სამხედრო რუსული ტყვეობიდან სახლში დაბრუნდა.

ზელენსკის განცხადებით, ჯარისკაცების უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იყო. დაბრუნებული ჯარისკაცები მარიუპოლში, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მისადგომებთან, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, სუმის, კიევისა და რუსეთის კურსკის ოლქში იბრძოდნენ.

„რუსული ტყვეობიდან ყველა ჯარისკაცის დაბრუნებას ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მადლობელი ვარ ყველასი მსოფლიოში, ვინც ამაში გვეხმარება“, - დაწერა ზელენსკიმ.