ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ასტრახანის ოლქში მდინარე ვოლგაზე მდებარე პორტი „ოლია“ დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„მოწინააღმდეგის შესაძლებლობების შემცირების ფარგლებში უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა თავდაცვის სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად საზღვაო პორტი „ოლია“ დაბომბეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინის გენშტაბში აღნიშნავენ, რომ პორტს რუსები ირანიდან სამხედრო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ პუნქტად იყენებდნენ.
„მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანდა გემი „პორტ ოლია 4“, რომელიც ირანული „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილებითა და საბრძოლო მასალით იყო დატვირთული. დაზიანების მასშტაბი დგინდება“, - დასძინეს უკრაინის გენშტაბში.