რა უნდა გააკეთოთ დღეს, რომ მთელი წლის განმავლობაში წარმატებული იყოთ - გოგა მანიას რეკომენდაცია
1735816464
უკრაინა მზად არის სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, თუ ის პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ, რომელიც პირველი ვიზიტით სირიაში ჩავიდა.
„ვიქრობთ, რომ სირია გახდება სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს გზას გაუხსნის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, პოლიტიკურ დიალოგს და დიპლომატიური დაწესებულებების მუშაობას“, - თქვა სიბიგამ სირიის გარდამავალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრთან ასაად ჰასან აშ-შეიბანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დამასკოში აგრეთვე შეხვდა სირიის ახალი ადმინისტრაციის ლიდერს აჰმედ ალ-შარაას. სიბიგამ სირიის ახალ ხელმძღვანელობას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი ჩაუტანა - უკრაინა მზად არის სირიას ნორმალური ცხოვრების აღდგენის, ვითარების დასტაბილურებისა და სურსათის უსაფრთხოების საკითხებში დაეხმაროს. ამასთან კიევმა დამასკოს ჰუმანიტარული დახმარების სახით 500 ტონა ფქვილი გაუგზავნა.
ცნობისთვის, უკრაინამ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა მას შემდეგ, რაც ბაშარ ასადის რეჟიმმა ყირიმი, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები რუსეთის ნაწილად აღიარა.