ნახეთ რა დაემართა კაცს, რომელიც პუტინის ბირთვული კონტროლის მოწყობილობაზეა პასუხისმგებელი

putini

კაცმა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბირთვული კონტროლის პორტფელი ეჭირა, საკუთარ სახლში თვითმკვლელობა სცადა.

არსებული ცნობებით, 53 წლის ვადიმ ზიმინი, მძიმედაა დაჭრილი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

უშიშროების ფედერალური სამსახურის გადამდგარი პოლკოვნიკი პენსიაზე იყო გასული. ის პასუხისმგებელი იყო პორტფელზე, რომელშიც რუსული ბირთვული საკონტროლო მოწყობილობაა და რომელიც ყოველთვის თან აქვს კრემლის ლიდერს, პუტინს.

აღსანიშნავია, რომ ზიმინი ამავე როლს ასრულებდა ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის თანაშემწედ მუშაობის დროსაც. მან განაგრძო უსაფრთხოების სამსახურში საიდუმლო პოლკოვნიკად მისი მემკვიდრის, ვლადიმერ პუტინის დროს, მაგრამ ზუსტი ფუნქცია, რა როლს ასრულებდა ყოფილი კგბ-ს ჯაშუში, პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში უცნობია.