თურქეთში F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა - პილოტი დაიღუპა

F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი

 თურქეთის ქალაქ ბალიკესირთან ახლოს სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა F-16 ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თვითმფრინავის პილოტი, იბრაჰიმ ბოლათი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა სტამბოლი-იზმირის გზატკეცილთან ახლოს მოხდა.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მე-9 ესკადრილიის მთავარ სარდლობას ეკუთვნოდა. მან კატასტროფა აფრენიდან მალევე განიცადა. თვითმფრინავი გეგმურ ფრენას ასრულებდა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. დაწყებულია გამოძიება.