თურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო - რას წერს ადგილობრივი მედია

miwiszvra

თურქეთში, ქალაქ ბინგიოლში ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.8 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 02:24 საათზე მოხდა.

ბიძგების ეპიცენტრი 12,79 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. ბინგიოლის გუბერნატორის განმარტებით, "მიწისძვრას რაიმე ნეგატიური შედეგი არ გამოუწვევია".