საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს, რომ სტამბოლში, ეკლესიაში მომხდარი თავდასხმის უკან „ისლამური სახელმწიფო“ დგას. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
იერლიკაიას თქმით, თურქეთის პოლიციამ რეიდები ჩაატარა 30-ზე მეტ ლოკაციაზე და სულ 47 ადამიანი დააკავა, ხოლო ეჭვმიტანილები ბოლო ორი რეიდისას დააკავეს.
„ორივე ეჭვმიტანილი უცხოელია. ერთ-ერთი ტაჯიკეთიდან და მეორე რუსეთიდან. ჩვენი შეფასებით, ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მანამდე „ისლამურმა სახელმწიფომ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც განაცხადა, რომ პასუხისმგებლობას იღებდა სტამბოლში მომხდარ თავდასხმაზე და ეს იყო პასუხი დაჯგუფების ლიდერების მოწოდებაზე, რომ მიზანში ამოეღოთ ებრაელები და ქრისტიანები.