„თუ, ყოველდღე, ტკივილგამაყუჩებელს მიიღებთ, თავის ტკივილი დაგეწყებათ“ - ნევროლოგი

თავის ტკივილი

„თუ გამოიყენებ ყოველ დღე თავის ტკივილისთვის ტკივილგამაყუჩებელ წამალს, ამის თავის ტკივილი დაგეწყება“, – ამის შესახებ ნევროლოგი, გოგიტა გეგელაშვილი საუბრობს.

„თუ თავის ტკივილისთვის ყოველ დღე ტკივილგამაყუჩებელ წამალს გამოიყენებთ, ამით თავის ტკივილი დაგეწყებათ. მაგალითად, წელის ტკივილის დროს არ შეიძლება ნემსების კეთება. შეიძლება დაუჩირქდეს და ის ფეხი მოსაჭრელი გახდეს, ყოფილა ასეთი შემთხვევა. ამბობენ, რამე ძლიერი ნემსი დამინიშნე ექიმო- ეს ხომ დაბალი გემოვნების ამბავია. მაგრამ თუ ერთი, ორი და სამი ექიმი ნიშნავს, პაციენტმა რა ქნას? ამერიკაში ნემსს მხოლოდ სასწრაფოს ან გადაუდებელი დახმარების ექიმი აკეთებს“, – ამბობსგოგიტა გეგელაშვილი.