GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს
1732558382
ეგვიპტის ხელისუფლების ინფორმაციით, წითელ ზღვაში ტურისტული გემი Sea Story ჩაიძირა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება. გემზე მყოფი 28 ადამიანი უკვე გადაარჩინეს.
გემი მარსა ალამის პორტიდან შაბათს, ხუთდღიან დაივინგ-ტურზე გავიდა. დღეს, ადგილობრივი დროით, დილის 05:30 საათზე, გემიდან გადაუდებელი დახმარების სიგნალი გაიგზავნა.
გემზე ეკიპაჟის 14 წევრი იყო, ხოლო 31 - ტურისტი. მგზავრებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის, აშშ-ის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, ბელგიის, პოლონეთის, ნორვეგიის, ირლანდიის, ფინეთისა და ჩინეთის მოქალაქეები.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მაშველების მიერ გადარჩენილი ტურისტები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და შესაბამის დახმარებას იღებენ.
დაკარგული ტურისტების ძებნაში მაშველებთან ერთად, ეგვიპტის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი და სამხედრო ავიაციის ძალები მონაწილეობენ.
გემის ჩაძირვის მიზეზი, ამ ეტაპზე, არ სახელდება.