ციმბირში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - დაღუპულია 17 ადამიანი

თვითმფრინავი ჩამოვარდა

ციმბირში, კემეროვოს ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, კატასტროფის მომენტში თვითმფრინავის, An-12 ბორტზე სულ 17 პირი იმყოფებოდა.

ოლქის გუბერნატორმა, ილია სერედიუკმა მომხდარი დაადასტურა და განაცხადა, რომ შემთხვევა სოფელ იაგუნოვოს მახლობლად მოხდა.

კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

ამასთან, თვითმხილველებმა მედიას განუცხადეს, რომ დაინახეს, როგორ იწვოდა სამხედრო თვითმფრინავი ჯერ კიდევ დაცემამდე.

✕