ტრამპს არ შეუძლია გრენლანდიის აღება მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სურს, მოვუწოდებ აშშ-ს, წარმართოს პატივისცემით სავსე დიალოგი, სწორი დიპლომატიური არხებით - გრენლანდიის პრემიერი

იენს-ფრედერიკ ნილსენი

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს არ შეუძლია გრენლანდიის აღება მხოლოდ იმიტომ, რომ მას ეს სურს.

მისივე თქმით, გრენლანდიელებისთვის მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ევროპის ქვეყნები უცხადებენ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, წარმართოს პატივისცემით სავსე დიალოგი, სწორი დიპლომატიური და პოლიტიკური არხებით. გამოიყენოს უკვე არსებული ფორუმები, რომლებიც დაფუძნებულია შეერთებულ შტატებთან უკვე არსებულ შეთანხმებებზე. დიალოგი უნდა წარიმართოს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ გრენლანდიის სტატუსი დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე“, – განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა.