ტრამპმა თეთრი სახლის საპრეზიდენტო დიდების ხეივანში ჯო ბაიდენის პორტრეტის ნაცვლად მისი ხელმოწერის ფოტო ჩამოაკიდებინა

hj

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის საპრეზიდენტო დიდების ხეივანში ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პორტრეტის ნაცვლად მისი ხელმოწერის ფოტო ჩამოაკიდებინა. შესაბამის ფოტოს თეთრი სახლი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე ჩანს, რომ 46-ე პრეზიდენტის პორტრეტის მაგივრად განთავსებულ ფოტოზე ბაიდენის ავტოხელმოწერაა გამოსახული.

 

 

ტრამპი პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ აქტიურად საუბრობდა, რომ ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებული იყო და დოკუმენტები მისი ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ავტომატური ფაქსიმილეთი იყო დამოწმებული.

ბრალდება ბაიდენმა უარყო, თუმცა მის გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ავტომატური ფაქსიმილეს გამოყენება დიდი ხნის აღიარებული პრაქტიკაა.