ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს ირანზე ძლიერი დარტყმა განხორციელდება.

„დღეს ირანზე ძალიან ძლიერი დარტყმა განხორციელდება! ირანის უკანონო ქმედებების გამო სერიოზულად განიხილება ადამიანების სრული განადგურება და გარდაუვალი სიკვდილი. საუბარია იმ რაიონებზე და ადამიანთა იმ ჯგუფებზე, რომლებიც დღემდე არ განიხილებოდნენ თავდასხმის სამიზნეებად“, - დაწერა ტრამპმა.

ის აგრეთვე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისლამური რესპუბლიკა აღარ დაბომბავს მეზობელ სახელმწიფოებს.

„ირანმა, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იმყოფება, ბოდიში მოიხადა და დანებდა მის მეზობლებს ახლო აღმოსავლეთიდან, პირობა დადო, რომ მათ აღარ ესვრის. მან ეს პირობა მხოლოდ აშშ-სა და ისრაელის უწყვეტი თავდასხმების გამო დადო. მათ ახლო აღმოსავლეთის ხელში ჩაგდება და მართვა სურდათ. ეს პირველი შემთხვევაა ათასი წლის განმავლობაში, როცა ირანმა მეზობელ ქვეყნებთან ახლო აღმოსავლეთიდან წააგო. მათ მითხრეს: „გმადლობთ, პრეზიდენტო ტრამპ“. მე მათ ვუპასუხე: „არაფრის!“, - აღნიშნა ტრამპმა.