1787341694
ტრამპმა ირანთან ომს „კურსიდან მცირე გადახრა“ უწოდა და პირობა დადო, რომ ბენზინის ფასები მალე დაიწევს
ტრამპმა ირანთან ომს "კურსიდან მცირე გადახრა" უწოდა და პირობა დადო, რომ ბენზინის ფასები მალე დაიწევს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან ომს "კურსიდან მცირე გადახრა" უწოდა, ინფლაციაში დემოკრატები დაადანაშაულა და პირობა დადო, რომ ბენზინის ფასები მალე დაიწევს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სამხრეთ კაროლინაში, სენატორ დარლინ გრემის საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას ტრამპა თქვა: "მისმინეთ, პარასკევი საღამოა. უამრავი დრო გვაქვს, არა? ჯანდაბა, სხვა რა უნდა გავაკეთო? უკან დავბრუნდე და ირანი კიდევ ცოტათი დავბომბო?".
ცნობისთვის, პარასკევს, ბენზინის საშუალო ეროვნულმა ფასმა გალონზე 4.11 დოლარი შეადგინა, რაც თითქმის ერთი დოლარით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ.











