ტრამპმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს

ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს.

ტრამპს მოსალოდნელი ვიზიტის დეტალებზე არაფერი უთქვამს.

„მისი არსენალი 57 ძალზედ მძლავრ ბირთვულ იარაღს ითვლის“, - განაცხადა ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე საუბრისას. - „ეს არასდროს არ უნდა დაეშვათ, მათ ეს არ უნდა დაეშვათ - მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ამას არასდროს დავუშვებდი“.

„მე და კიმ ჩენ ინს ძალზედ კარგი ურთიერთობა გვაქვს“, - განაცხადა მან. - „მის უსაფრთხოებას საფრთხე არ ემუქრება. ვიდრე [ჩვენს] ქვეყანას გონიერი პრეზიდენტი მართავს, მასთან ყველაფერი წესრიგში იქნება“.