„ტკივილიანი და სევდიანი ბოლო ზარი დაირეკა...“ - სკოლის მოსწავლე გარდაიცვალა
1778271651
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ძალაშია და აშშ-ის ბოლო დარტყმებს ქვეყნის წინააღმდეგ „მსუბუქი შეხება“ უწოდა.
„ეს მხოლოდ მსუბუქი შეხებაა“, - განუცხადა ტრამპმა ABC News-ს და დასძინა: „ცეცხლის შეწყვეტის პროცესი გრძელდება. ის ძალაშია“.
მისი კომენტარი მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტესთან აშშ-ის სამხედრო ხომალდებზე რაკეტებით, დრონებითა და მცირე კატარღებით იერიში მიიტანა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის თანახმად, ამერიკულმა მხარემ საფრთხეები აღკვეთა და საპასუხო დარტყმები იმ ირანულ სამხედრო ობიექტებზე განახორციელა, რომლებიც თავდასხმაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.