ოპტელი ბერების ლოცვა - წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება
1738702671
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, შესაძლოა, პირველი საერთაშორისო ვიზიტით საუდის არაბეთში ან დიდ ბრიტანეთში ჩავიდეს.
„ეს, შეიძლება, იყოს საუდის არაბეთი ან, შეიძლება, ტრადიციულად იყოს დიდი ბრიტანეთი“, – ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვას, თუ სად შეიძლება გაემგზავროს პირველი საერთაშორისო ვიზიტით.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან „ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს“.
ტრამპის თქმით, მომდევნო 24 საათის მანძილზე მათ ექნებათ სატელეფონო საუბარი.
„ის ლიბერალია, რითიც ცოტათი განსხვავდება ჩემგან, მაგრამ, ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ადამიანია. მან აქამდე ძალიან კარგი საქმეები გააკეთა. შეიძლება, მის ფილოსოფიას არ ვეთანხმები, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან“, – განაცხადა ტრამპმა.