1755115333
ტრამპისა და პუტინის შეხვედრის წინ ალასკაზე წყალდიდობის საფრთხის გამო განგაში გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთს ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის წინ ალასკის დედაქალაქ ჯუნოში წყალდიდობის საფრთხის გამო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
საგანგებო მდგომარეობა შტატის გუბერნატორმა მაიკ დანლივიმ გამოაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ევაკუაციას ურჩევს.
საფრთხეს ქმნის ყინულოვანი ტბები, რომელთა დონემ მნიშვნელოვნად მოიმატა. პრევენციის მიზნით, ტურისტებისთვის დაიხურება მენდენჰოლის მყინვარი. ცუნამის საფრთხეა გამოცხადებული სანაპირო ქალაქ ოლდ ჰარბორშიც