ტრამპის თქმით, მან ნეთანიაჰუს მოუწოდა, შეაჩეროს დარტყმები ირანის ენერგოობიექტებზე

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და დაავალა მას, შეწყვიტოს თავდასხმები ირანის ნავთობისა და გაზის ობიექტებზე.

„მე ვუთხარი მას: ეს არ გააკეთო-მეთქი“, - თქვა ტრამპმა. „და ის ამას არ გააკეთებს“.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „არაფერი იცოდა“ სამხრეთ ფარსის გაზის საბადოზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმის შესახებ.