ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
1773431239
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მალე ამერიკა ირანის მიერ ჩაკეტილ ჰორმუზის სრუტეში გემების გაცილებას დაიწყებს.
მისი განცხადებით, გემების გაცილება საჭიროა, რათა ისინი ირანის თავდასხმებისგან დაიცვას.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როდის დაიწყებს აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში ტანკერების გაცილებას, ტრამპმა განაცხადა: „ეს მალე დაიწყება“.
მას აგრეთვე ჰკითხეს, განსხვავდება თუ არა ისრაელისა და აშშ-ის მიზნები ირანთან ომში. „იცით, შეიძლება, ცოტათი განსხვავდება. ვფიქრობ, ის სხვა ქვეყანაა“, - თქვა ტრამპმა.