დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
ჩინეთში სი ძინპინთან სამიტის შესაძლო გადადების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურნენ. აშშ-ის პრეზიდენტის კომენტარებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „სახელმწიფოთა მეთაურების დიპლომატია შეუცვლელ სტრატეგიულ წამყვან როლს ასრულებს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში“ და დასძინა, რომ „ორივე მხარე ინარჩუნებს კომუნიკაციას პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტთან დაკავშირებით“.
ლინ ძიანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელმა დაძაბულობამ შეაფერხა სავაჭრო გზები და საფრთხე შეუქმნა რეგიონულ და გლობალურ მშვიდობას.
„ჩინეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ დეესკალაციას“, - განაცხადა სპიკერმა
გამოცემა The Financial Times-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან დაგეგმილ სამიტს გადადებდა, თუ პეკინი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარებას არ გაგზავნიდა.