გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჟურნალმა Time-მა გარეკანზე მისი „ყველა დროის ყველაზე ცუდი ფოტო“ განათავსა.
Time-ის სტატია ისრაელ -„ჰამასის“ კონფლიქტის დასრულებას და მასში დონალდ ტრამპის როლს მიეძღვნა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი წერს, გამოცემამ მასზე „შედარებით კარგი სტატია“ დაწერა, თუმცა მას თმა „გაუქრეს“.
„ჟურნალმა Time-მა ჩემზე შედარებით კარგი სტატია დაწერა, თუმცა ეს ფოტო შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე ცუდი იყოს. მათ ჩემი თმა „გაქრეს“, შემდეგ კი თავზე რაღაც დამადგეს, რომელიც მცურავ გვირგვინს ჰგავდა, თუმცა ის ძალიან პატარა იყო. ძალიან უცნაურია! არასდროს მიყვარდა ქვემოდან ფოტოების გადაღება, მაგრამ ეს ძალიან ცუდი ფოტოა და იმსახურებს ყურადღების გამახვილებას. რას აკეთებენ ისინი და რატომ“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.