ვრცელდება „ამერიკელი ნოსტრადამუსის“ წინასწარმეტყველება 2028 წლისთვის
1793648400
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შუალედურ არჩევნებში დემოკრატები კონგრესზე კონტროლს თუ მოიპოვებენ, მისი ადმინისტრაციის მიღწევების დიდი ნაწილი, შეიძლება, გაუქმდეს.
„ამდენი რამ, რაც გავაკეთეთ, ყველაფერი გაუქმდება“, — აღნიშნა ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას.
აშშ-ის პრეზიდენტმა მხარდამჭერებს მოუწოდა, წარმოიდგინონ, რომ ბიულეტენში მისი სახელი და გვარია მითითებული.
„როცა ბიულეტენში ვარ, ყოველთვის ვიგებ და 50%-ით მეტ ხმას ვიღებთ, ვიდრე მაშინ, როცა არ ვარ. ამიტომ ყველას ვთხოვ, წარმოიდგინოს, რომ ბიულეტენში ვარ“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მისი მხარდამჭერები არჩევნებზე თუ მივლენ, გამარჯვება დამაჯერებელი იქნება.
ცნობისთვის, აშშ-ში შუალედური არჩევნები დღეს გაიმართება. ამერიკელები ირჩევენ კონგრესს და შტატების ნაწილში — ადგილობრივ ხელისუფლებას.