ტრამპი: პიტ ჰეგსეტით უკმაყოფილო ადამიანები მირეკავენ

დონალ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია ABC News-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ იღებს ზარებს ადამიანებისგან, რომლებიც უკმაყოფილო არიან თავდაცვის მდივნით, პიტ ჰეგსეტით, თუმცა მას კვლავ აქვს „ყველანაირი განზრახვა, შეინარჩუნოს იგი თანამდებობაზე“.

„მე მესმის ეს ზარები მასთან დაკავშირებით, თუმცა არ მესმის, რატომ“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტის ეს განცხადება მოჰყვა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის გუშინდელ კომენტარს იმის შესახებ, რომ შუალედურ არჩევნებში „რესპუბლიკელების“ მასშტაბური მარცხის მიზეზი ირანის ომი გახდა. ამავდროულად, ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, ტრამპის ზოგიერთი მოკავშირე მიიჩნევს, რომ ჰეგსეტის პოზიციები შესაძლოა შერყეული იყოს.

გარდა ამისა, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, თომას მასიმ განაცხადა, რომ მომავალ კვირას გეგმავს კენჭისყრაზე დააყენოს ჰეგსეტის იმპიჩმენტის საკითხი.

✕