ტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა.

„თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრენლანდიით დაიწყო“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე. „ჩვენ გრენლანდია გვინდა. მათ მისი მოცემა არ სურთ. მე კი ვუთხარი - ნახვამდის“.

„ნატო ქაღალდის ვეფხვია“, - თქვა ტრამპმა. „ჩვენ ისინი აშკარად არ გვჭირდებოდა, რადგან ისინი საერთოდ არაფრით დაგვხმარებიან“.