მკვლელობა კახეთში - გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა
1732448315
„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ უკრაინა აბსოლუტურად განადგურებულია.
ჩრდილოეთ კაროლინის შტატში გამართულ საარჩევნო ღონისძიებაზე, ტრამპმა გააკრიტიკა ზელენსკი მის მიმართ გაკეთებული „ბინძური“ გამონათქვამების გამო.
„უკრაინის პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაშია და ბინძურ განცხადებებს აკეთებს თქვენს საყვარელ პრეზიდენტზე“, - აღნიშნა მან საარჩევნო ღონისძიებაზე.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე,
„ნებისმიერი შეთანხმება - ყველაზე ცუდიც - უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ის, რაც ახლა გვაქვს. ცუდი გარიგებაც ბევრად უკეთესი იქნებოდა. ქვეყანა დანგრეულია. ხალხი დაიღუპა. ქვეყანა ნანგრევებშია“, - განაცხადა მან.