1769010883
ტრამპი კანადის პრემიერს: კანადა აშშ-ის წყალობით არსებობს - ეს დაიმახსოვრე, მარკ, შემდეგ ჯერზე, როდესაც განცხადებებს გააკეთებ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში სიტყვით გამოსვლისას კანადა გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატების მიმართ უფრო მადლიერი უნდა იყოს.
„სხვათა შორის, კანადა ჩვენგან ბევრ რამეს უფასოდ იღებს. ისინიც მადლიერები უნდა იყვნენ, მაგრამ არ არიან“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, კანადის პრემიერ-მინისტრი, მარკ კარნი „არც ისე მადლიერი იყო“, რითაც მიანიშნა კარნის გამოსვლაზე, რომელიც მან ამ კვირას მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე წარმოთქვა.
„კანადა აშშ-ის წყალობით არსებობს. ეს დაიმახსოვრე, მარკ, შემდეგ ჯერზე, როდესაც განცხადებებს გააკეთებ“, - დასძინა ტრამპმა.












