სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჰარვარდის უნივერსიტეტისგან უცხოელი სტუდენტების მიღების ლიმიტის 31%-დან 15%-მდე შემცირებას ითხოვს.
შტატების პრეზიდენტმა სასწავლებელს უკვე ჩარიცხული უცხოელი სტუდენტების სრული სიის წარდგენაც მოსთხოვა.
„უცხო ქვეყნები ჰარვარდის უნივერსიტეტში ინვესტიციას არ დებენ. მას ჩვენ ვაფინანსებთ. მაშინ, რატომ არის სტუდენტების 31% უცხოეთის მოქალაქე? მაჩვენებელს ზღვარი უნდა ჰქონდეს, და ის 15%-მდე უნდა შემცირდეს. ბევრ ამერიკელს სურს ჰარვარდში სწავლა და კვოტა არ ჰყოფნის“, - თქვა ტრამპმა.