როდის უნდა ავიღოთ ნაძვის ხე - ნათლისღებამდე თუ შემდეგ
1767815786
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო პარალელები ერაყში აშშ-ის ჩარევასა და ვენესუელაში ჩატარებულ ბოლოდროინდელ სამხედრო ოპერაციას შორის. მან განაცხადა, რომ განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მისი ადმინისტრაცია ვენესუელაში ნავთობის შენარჩუნებას გეგმავს.
„განსხვავება ერაყსა და ამ [შემთხვევას] შორის ის არის, რომ [ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა] ნავთობი არ შეინარჩუნა. ჩვენ კი ნავთობს შევინარჩუნებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„2016 წელს ვამბობდი, რომ ნავთობი უნდა შეგვენარჩუნებინა. ამას დიდი აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. რა გაეწყობა, ნავთობი ნამდვილად უნდა შეგვენარჩუნებინ. ჩვენ მათი მწყობრიდან გამოსული ნავთობობიექტების აღდგენას ვაპირებთ და ამჯერად ნავთობს ჩვენ დავიტოვებთ“, - დასძინა მან.