„ჩემს ძვირფას ყოფილთან ბოდიში, მაგრამ...“ - ალექსანდრა პაიჭაძის გულწრფელი აღიარება
1785789185
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი „გაკოტრებული ქვეყანაა“, რითაც ენდი ბერნემს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვება გააფართოოს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ლუზერი“ ქვეყნები ქარის ენერგიას ეყრდნობიან, მაშინ როცა დიდი ბრიტანეთი „ნამდვილ ოქროზე ზის“. მან კვლავ გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ ბერნემს ბურღვის ახალი ლიცენზიების გაცემის უფლება აქვს.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გასულ თვეს მათ შორის გამართულ „ძალიან პროდუქტიულ“ სატელეფონო საუბარს.
„მგონია, რომ თქვენი ახალი პრემიერ-მინისტრი პროცესს რეალურად დაიწყებს. მას უკვე ვესაუბრე. ამ საკითხთან დაკავშირებით მშვენიერი პოზიცია აქვს“, - განაცხადა ტრამპმა ორშაბათს, ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე GB News-თან საუბრისას.
„თუ რესურსებს აითვისებთ, მდიდარი ქვეყანა გახდებით; თუ არა და გაკოტრებულ სახელმწიფოდ დარჩებით, როგორიც სინამდვილეში ახლა ხართ. ოქროზე უკეთეს სიმდიდრეზე ზიხართ და ამას საერთოდ არ იყენებთ“, - დასძინა მან.