ტრამპი: ევროპა უკრაინის თავდაცვის პირველი ხაზი იქნება და ჩვენც მივიღებთ მასში მონაწილეობას

ტრამპი ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე ისაუბრა უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიებზე და აღნიშნა, რომ „ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბრეთ და ევროპა უკრაინის თავდაცვის პირველი ხაზი იქნება და ჩვენც მივიღებთ მასში მონაწილეობას“.

„ისინ [ევროპელები] თავდაცვის პირველი ხაზია, რადგან იქ არიან, ეს ევროპაა. მაგრამ ჩვენ მათ დავეხმარებით. ჩვენც ჩავერთვებით“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, თუ სამშვიდობო შეთანხმება შედგება, ის შედეგს გამოიღებს.

„ვფიქრობ, თუ მშვიდობას მივაღწევთ, ეს იმუშავებს. ამაში ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა მან.